ბარნოვის ქუჩაზე , 25 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე, რომელზეც მისი მამინაცვალია, ბრალდებული, სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ბარნოვზე, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე, რომელზეც მისი მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძეა ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას. ამის შემდეგ კი, მოსამართლე სათათბიროდ განაჩენის გამოსატანად გავა.

პროცესს ესწრება მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედა, ნათელა გობაძეც. ის ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სასამართლოში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით იკვეთება, რომ თაკო გამრეკელაშვილს აღენიშნებოდა 33 ჭრილობა, ასევე აღენიშნებოდა მრავალი სისხლნაჟღენთი დაზიანება. 33 ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობიდან 8 კისრის არეში იყო შემავალი, 2 გულ-მკერდის არეში, დანარჩენი სხვადასხვა ადგილებზე. კისრის და ყელის არეში არსებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გარდაცვალება.

ბრალდების მხარის განმარტებით, სასამართლო განხილვებზე გამოიკვეთა ასევე ერთი გარემოება, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ დანაშაული მოკლული გამრეკელაშვილის მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ ჩაიდინა.

შეგახსენებთ, რომ თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძე დაკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყენებული. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს