ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის საქმის პროკურორი -  იმდენი მტკიცებულებები გვქონდა წარდგენილი, რაც საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად

ბრალდების მხარეს იმდენი მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი, რაც საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა განუცხადა.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასრულდა პროცესი, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. საქმე შეეხებოდა ვეფხია ბაქრაძის მხრიდან თამარ გამრეკელაშვილის განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით, მის მიერ ჩადენილ სხვადასხვა სახის დანაშაულებრივ ქმედებებს.

ვეფხია ბაქრაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო სსკ-ის 109-ე მუხლის მეასამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ. მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა უვადოდ. ბრალდების მხარეს იმდენი მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი, რაც საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. რაც შეეხება სასჯელის ზომას, სასამართლომ სრულიად სამართლიანად გაიზიარა ბრალდებულის პიროვნება, ასევე მის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივი და ხასიათი. შესაბამისად, მკაცრი სასჯელიც ამის გამოა განპირობებული", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.

ამ საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს - თეიმურაზ ბაქრაძეს, რომელიც ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილია 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

"თიმურაზ ბაქრაძე ცნობილ იქნა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობაში და შესაბამისად, მის მიმართაც სასჯელი ადეკვატურია", - აცხადებს შაიშმელაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბარნოვზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს