გიგა ბოკერია - გახარიას პრემიერად დანიშვნა სილის გაწნაა საზოგადოებისთვის - ამაზე პასუხს მიიღებენ პროტესტით

ოლიგარქები სასოწარკვეთისგან რადიკალიზაციისკენ მიდიან და შესაძლოა, რადიკალიზაციაში ხედავს თავის შანსაც ძალაუფლების შენარჩუნების, - ასე აფასებს დეპუტატი გიგა ბოკერია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას.

"ეს სილის გაწნაა საზოგადოებისთვის. პოლიტიკური ომის გამოცხადება ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის. ამაზე პასუხს მიიღებს პროტესტით და რაც მთავარია არჩევნებზე მიიღებს უმძიმეს პასუხს საზოგადოებისგან, უბრალოდ ამ კაცმა კიდევ ერთხელ თავისი ქმედებით დემონსტრირება მოახდინა, როგორ ფეხებზე ჰკიდია საზოგადოება. მან კიდევ ერთხელ ზიანი მიაყენა ქვეყანას და რისკები გაზარდა. რაც შეეხება კითხვას რატომ? -ერთადერთი, რაც თავში მომდის, რაც აქამდეც მითქვამს: ასეთი დისკრედიტაციის შემდეგ, ასეთი დაცემის შემდეგ, რაც „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მოხდა, ხდება ხოლმე, რომ ამ ტიპის რბილად რომ ვთქვათ, ექსცენტრიული ადამიანები, ოლიგარქები სასოწარკვეთისგან რადიკალიზაციისკენ მიდიან და შესაძლოა, რადიკალიზაციაში ხედავს თავის შანსაც ძალაუფლების შენარჩუნების - მწარედ ცდება, ოღონდ ცუდი ისაა, რომ ქვეყანას აზიანებს მორიგ ჯერზეც" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს