გენერალურ პროკურატურასთან, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობით დაზარალებულებმა აქცია გამართეს

გენერალურ პროკურატურასთან, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობით დაზარალებულებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ საქმეში ადგილი ჰქონდა ჯგუფურ თაღლითობას და საქმეში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვენ.

„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობა უკვე 10 წელია დაკონსერვებულია. ამხანაგობის თავმჯდომარეს მისჯილი აქვს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენის თანახმად, მან მიითვისა 28 მილიონი ლარი. ჩვენ შეტანილი გვაქვს განცხადება და ვითხოვთ ჯგუფურ თაღლითობაში მონაწილე ადამიანების დასჯას, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ უბედურებაში და ათობით ადამიანი დატოვეს ქუჩაში. სასამართლო პროცესზე ჩვენ გავიგეთ, რომ ამხანაგობის თავმჯდომარესთან პროკურატურა აწარმოებს მოლაპარაკებას საპროცესო შეთანხმების თაობაზე. ეს არის პროკურატურის დღევანდელი სახე, ისინი არიან ბიზნესპროკურორები და სანამ ეს არ დასრულდება, ათობით ადამიანი იდგება ქუჩაში, ისევე როგორც ეს ადამიანები,” - განაცხადა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ