ანონსი  25 სექტემბერი

25 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს" მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე და თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სატრანსპორტო სფეროს ექსპერტებს შეხვდებიან, სადაც განხილული იქნება ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა და პერსპექტივები.

მის: სადგურის მოედანი 2

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია, სისტემისა და კლანების მიერ ადამიანების ჩაგვრის შესახებ, ბრიფინგს გამართავს და გამოეხმაურება გუშინ „მთავარი არხის“ ეთერში ორდენიძეების ოჯახის შესახებ გასულ ინტერვიუს.

მის: ირაკლი აბაშიძის 48

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, სასტუმრო „შოთა რუსთაველში“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატ ზაზა ხატიაშვილთან შეხვედრას გამართავს.

თემა: თვითმმართველობის არჩევნების გამოწვევები, საარჩევნო ხედვები და გადაწყვეტის გზები.

მის: სასტუმრო: „შოთა რუსთაველი“, ქ. თბილისი, შევჩენკოს ქუჩა N1 (საქართველოს პარლამენტის გვერდით)

საკონტაქტო პირი: 599 291202

25 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე, პარტიის წევრებთან ერთად ლისის ტბაზე გამართავს აქცია - „ლისის ტბა შრება“.

მის: ლისის ტბა

საკონტაქტო: 599437403

25 სექტემბერს, 14:00 საათზე, „ლელოს“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თაზო დათუნაშვილი ბრიფინგს გამართავს „ქართული ოცნების“ კანდიდატის ლევან ჯაფარიძის გამგებლობის პერიოდში არსებულ დიდ კორუფციულ გარიგებებზე.

მის: სადგურის მოედანი 2

25 სექტემბერს, 15:00 საათზე, ყიფშიძის ქუჩაზე გაიმართება საპროტესტო აქცია უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ.

მის: ყიფშიძის 2

25 სექტემბერს, 17:00 საათზე, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ