მიხეილ ბატიაშვილი - ამერიკული უნივერსიტეტის რეგიონში ერთადერთ, ვებსტერის კამპუსში საერთაშორისოდ აღიარებული განათლების მიღება საშუალოდ 8-ჯერ ნაკლები ეღირება

ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსი საქართველოში ოფიციალურად ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჯულიან შუსტერმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს განათლების სამინისტროს, პარლამენტის განათლების კომიტეტის, აშშ-ის საელჩოს და ამერიკის სავაჭრო პალატის ოფიციალური წარმომადგენლები, ასევე განათლებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ასევე ხელი მოეწერა ვებსტერის უნივერსიტეტის ამერიკის სავაჭრო პალატაში გაწევრიანებას.

ვებსტერის უნივერსიტეტის პარტნიორის საქართველოში, მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, 2-წლიანი მუშაობა ამერიკულ მხარესთან კოვიდპანდემიის მიუხედავად წარმატებით დასრულდა და რეგიონში ერთადერთი ამერიკული ოფიციალური უნივერსიტეტი საქართველოში გახსნილია.

„ვებსტერის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ამერიკული უნივერსიტეტია, რომელსაც აშშ-ის გარდა ფილიალები აქვს ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. ძალიან მოხარულები ვართ, რომ სიას საქართველოც დაემატა. ორწლიანი მუშაობა ამერიკულ მხარესთან ერთად კოვიდპანდემიის მიუხედავად საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა და რეგიონში ერთადერთი ამერიკული ოფიციალური უნივერსიტეტი უკვე გახსნილია. ვებსტერის უნივერსიტეტს ქართული აკრედიტაციაც გავლილი აქვს. ახალი სასწავლო წლიდან უკვე ველოდებით სტუდენტებს. ეს არის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა, რომ ქვეყნის დატოვების გარეშე ქართველებმა ამერიკული დიპლომი და ამერიკული განათლება მიიღონ. აღნიშნული კი თავისთავად სტუდენტების წარმატებას განაპირობებს. პროგრამა, რომელიც საქართველოში განხორციელდება, ამერიკული და ევროპული ფილიალების პროგრამების ანალოგია. ამერიკის მხარემ უდიდესი საჩუქარი გაგვიკეთა და ვებსტერ საქართველოში სწავლა სხვა ფილიალებთან შედარებით დაახლოებით 8-ჯერ იაფი ეღირება. ეს მართლაც განსაკუთრებული საჩუქარია ჩვენი ქვეყნისთვის. ვებსტერში სწავლა ამერიკულ განათლებასა და დიპლომთან ერთად ქართველების უდიდეს წარმატებას ნიშნავს, რადგან მისი კურსდამთავრებულები მსოფლიო მასშტაბით ძალიან წარმატებულ საქმიანობას ეწევიან,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ვებსტერის უნივერსიტეტი 1915 წელს დაარსდა და მსოფლიოს 50 ლოკაციაზე ფუნქციონირებს. უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.

საქართველოს კამპუსი ავტორიზებულია 1000 სტუდენტის მისაღებად და განახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით. მომდევნო წლებში აღნიშნულ ჩამონათვალს დაემატება პროგრამები სხვა მიმართულებებითაც.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს