გია ვოლსკი - მმართველ პარტიას რომ ორჯერ მეტი ნდობა და მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, ვიდრე რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს, ეს ცნობილია

საზოგადოების უდიდესი რაოდენობა მხარს უჭერს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ დამოკიდებულების შექმნაში "ქართულ ოცნებას" „ლომის წილი“ მიუძღვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ IRI- ის კვლევების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, NDI-იმ, IRI- მ, ასევე იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც საველე სამუშაობს აწარმოებენ, საზოგადოების ნდობა დაკარგეს. მისი თქმით, მსგავსი კვლევები ხასიათდება იმით, რომ სრულ სიმართლეს არ ასახავს.

"მმართველ პარტიას რომ ორჯერ მეტი ნდობა და მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, ვიდრე რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს, ეს ჩვენთვის ცნობილია, ისევე როგორც არაერთი პრობლემა, რაც ქვეყანას აწუხებს და ამა თუ იმ კვლებაში ამოტივტივდება ხშირად გარკვეული კონიუნქტურული საფუძვლით. საზოგადოება ზუსტად აფასებს პარტიების დამსახურებას ქვეყნის წინაშე და აქედან გამომდინარე, თავის პოზიციასაც გამოხატავს. თუმცა, ბევრია ისეთი, რომელიც არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. ერთია კიდევ მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნებისა, საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია ერთიანია, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ დამოკიდებულების შექმნაში "ქართულ ოცნებას" „ლომის წილი“ მიუძღვის, 2012 წლიდან მოყოლებული საზოგადოებას აჩვენა, რომ ევროატლანტიკური სივრცე არ არის ის სივრცე, სადაც ადამიანის წამება და უფლებების დარღვევა იყოს მხარდაჭერილი. IRI- ის და მისი დაქირავებული ორგანიზაციისთვის დამახასიათებელია კვლევა, რომელიც გარკვეულ სიმართლეს ამბობს, თუნდაც პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით, მაგრამ სრულ სიმართლეს არა", -განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ამ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 25%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 12%; „საქართველოსთვის - გიორგი გახარია“ - 3%; „გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ - 3%; „სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე“ - 2%; „დროა - ელენე ხოშტარია“ - 2%; „ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი“ - 2%; „ხალხისთვის - ანა დოლიძე“ - 2%; „გირჩი“ - 2%; „პატრიოტთა ალიანსი - დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი“ - 2%; „ლელო“ - 1%; „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ - 1%; „კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო“ - 1%; სხვები - 2%; გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი - 11%; ხმას არ მივცემდი - 6%; არ ვიცი - 16%; უარი პასუხზე - 7%. კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას?გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება: 34% - ცალსახად მხარს უჭერს 34%- ცალსახად ეწინააღმდეგება 18%- გარკვეულწილად მხარს უჭერს 8%- გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 6%- არ ვიცი / პასუხი არ გასცა. ამავე კვლების თანახმად, გამოკითხულთა 85% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მათ შორის, 60%-ის მხარდაჭერა უცვლელია თუნდაც ეს არჩევანი განაპირობებდეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს