BTU-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროდუქტები წარადგინა

საგანმანათლებლო რესურსები, ანალიტიკური კვლევები, სილაბუსები, წიგნები, სტატიები და პუბლიკაციები, სატრენინგო და სასწავლო მასალა, აგრეთვე გრაფიკული ნამუშევრები და სხვა მრავალი პროდუქტი - ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იქმნება და სხვადასხვა პროცესში ინერგება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა აღნიშნულის პრეზენტაცია განათლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის გამართა.

საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც AI გადაწყვეტილებების ძირითად პროცესებში ინტეგრირება დაიწყო.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, BTU AI გახდა უნივერსიტეტის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება.

„მოგეხსენებათ, ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს მრავალ სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პირველმა დაიწყო განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. მისი დახმარებით უკვე შემუშავებულია არაერთი სახელმძღვანელო, სასწავლო და კვლევითი მასალა, სტატიები და სხვა საგანმანათლებლო პროდუქტები. ეს ყველაფერი ღიად ხელმისაწვდომია BTU-ს ვებგვერდზე როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის. ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა უნივერსიტეტში რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ბოლო თვეებში კი მსოფლიო ტენდენციის შესაბამისად განსაკუთრებით გააქტიურდა. BTU AI არის უკვე უნივერსიტეტის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება. ხელოვნურ ინტელექტს უკვე აღვიქვამთ თანამშრომელივით, რომელიც უამრავ პროცესშია ჩართული. ეს არის მომავალი, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს. BTU, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ტექნოლოგიური ინსტიტუცია, გვერდს ვერ აუვლიდა ამ პროცესს და უკვე გახდა კიდეც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე. ისტორიული მოვლენაა, რომ პირველი AI წიგნი სწორედ ჩვენთან შეიქმნა. ჩვენი საბოლოო მიზანი სწავლის ხარისხის გაზრდა და მოწინავე ტექნოლოგიებში სტუდენტების მაქსიმალური ინტეგრაციაა,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

BTU AI კონცეფციის გარშემო შექმნილი ციფრული პროდუქტები და საგანმანათლებლო თუ კვლევითი მასალა, მრავალფეროვან სექტორებს ფარავს, ესენია: ინოვაციები და ტექნოლოგიები, მეწარმეობა და ბიზნესის მართვა, საჯარო და ციფრული მმართველობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილებები, მარკეტინგი და კრეატიული ინდუსტრიები და სხვა. გენერირებულ სასწავლო მასალებსა და პროდუქტებს შორისაა ტექსტური, ვიზუალური და აუდიო კომპონენტები, რომლებიც არა მხოლოდ ინგლისურ, არამედ ქართულ ენაზეც უკვე ხელმისაწვდომია.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ BTU AI პროდუქტების სერია გაგრძელდება, შეიქმნება ახალი ინოვაციური რესურსები როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისთვის, ისე ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის აქსელერაციის მიზნით. აღნიშნული გაზრდის უახლესი სასწავლო თუ კვლევითი მასალების მიწოდების სისწრაფეს, ხარისხს, ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებს და ცალკეული დარგების განვითარების ტემპს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ნინო ენუქიძის განმარტებით, მასალის შემუშავების პროცესში ჩართულია ექსპერტ კურატორთა ჯგუფი რესურსების შინაარსის სისწორისა და აკურატულობის შესწავლის მიზნით.

„მოხარული ვართ, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია მასშტაბურად ყველა საუნივერსიტეტო პროცესში აქტიურად დაიწყო. ეს არის განვითარებადი პროცესი, რომელშიც ძალიან დიდი გუნდი მონაწილეობს. ჩვენ წარვადგინეთ სრული კონცეფცია, მათ შორის მასალები და პროდუქტები, რომლებიც ჩვენს ვებგვერდზე უკვე განთავსებულია. სასიხარულოა ისიც, რომ არა მხოლოდ პროფესორთა და მკვლევართა გუნდი, არამედ სტუდენტებიც არიან ჩართული აღნიშნული პროდუქტების განვითარებაში. წინ ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს, რომელსაც ძალიან ინტენსიურ რეჟიმში დავაანონსებთ და შედეგებს ღიად ხელმისაწვდომს გავხდით. ამ გზით ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ ჩვენი ქვეყნისა და სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

BTU AI კონცეფციის პრეზენტაციაზე აგრეთვე გაიმართა გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა.

BTU AI-ს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მოწინავე სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი და დადებითი შეფასებები მოჰყვა, რაც მისი რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე განვითარების წინაპირობაა.

(R)

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს