გედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებაზე“ - ისინი ხელისუფლებას ინარჩუნებენ მხოლოდ სუს-ის და „რაშისტული“ მართვის მოდელის პირობებში

„რაშისტული“ დროშა საქართველოს ხელისუფლების გარშემო ტრიალებს და ეს არის მათი რეალური სახე - მათთვის მთავარია ხელისუფლების შენარჩუნება, ისინი ხელისუფლებას ინარჩუნებენ მხოლოდ სუს-ის და „რაშისტული“ მართვის მოდელის პირობებში, ამიტომ თავისი არჩევანი გააკეთეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას მორალური ღირებულება არ ჰყოფნის, რომ ფული ბავშვების მედიკამენტებისთვის გადაიხადოს, სანაცვლოდ ფულს „გია გაჩეჩილაძის ბიზნეს პროექტში დებენ“, რომლის მიზანია აჩვენოს, რომ „ასეთი საქართველოც არსებობს“.

„რასაც აკეთებდა თავის დროზე „პატრიოტთა ალიანსი“, ახლა დაიწყო გიამ იმის კეთება, თავის დროზე ირმა ინაშვილი იღებდა ამაში ფულს, ახლა იღებს გია გაჩეჩილაძე. მე მიმაჩნია, რომ ამ თემის კომერციონალიზაცია არ არის მორალური, მაგრამ ეს არის მისი არჩევანი. ეს არ არის ჯანმრთელი პროცესის ნაწილი, ამიტომ ამას უნდა შევხედოთ, როგორც რუსული პროპაგანდის ნაწილს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებამ ხელოვნურად შექმნა მასობრივი ხასიათი ამ აქციის, რათა ხაზი გაესვა იმას, რომ ასეთი საქართველოც არსებობს. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ცოტა ხნით ადრე „ალტ-ინფოს“ დააწვევინა ევროკავშირის დროშა. დააწვევინეს ვამბობ ხაზგასმით, იმიტომ, რომ როდესაც 100-150 ადამიანი მიდის პარლამენტის შენობასთან და რაღაცის დაწვა უნდა, თუ ხელისუფლების ნება არ არის, რომ ის დაიწვას, ის ვერ დაიწვება. ათასობით ადამიანი მისულა პარლამენტის შენობასთან, ისინი დაურბევიათ, თვალები დაუთხრიათ და საშინელებები მოუწყვიათ რუსთაველის მოედანზე და როდესაც 200 ადამიანი მივიდა და უნდოდა დროშის დაწვა, თუ ეს ხელისუფლებას არ სურდა, მათ თავისუფლად შეეძლოთ ეს გაეჩერებინათ. მორალურად ხელისუფლებას არ აქვს იმის თავი, რომ ის ფული, რასაც ასეთ რაღაცაში დებენ, აიღონ და ავადმყოფ ბავშვებს დაურიგონ, ეს ცალკე მორალური პრობლემაა, მაგრამ ხელისუფლება მაინც ცდილობს „რაშისტული“ იდეოლოგია დღეს რაღაც სეგმენტებში შეიტანოს და „რაშისტული“ დროშა ვიღაცას დააჭერინოს ხელში და ეს იქნება „ალტ-ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“, გია თავისი ბიზნეს პროექტით, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. გასაგებია, რომ "რაშისტული" დროშა საქართველოს ხელისუფლების გარშემო ტრიალებს და ეს არის მათი რეალური სახე, რეალური სიმბოლო და ევროკავშირის დროშა იქნება თუ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დროშა, ეს ყველაფერი ქრება. მათთვის მთავარია ხელისუფლების შენარჩუნება, ისინი ხელისუფლებას ინარჩუნებენ მხოლოდ სუს-ის და „რაშისტული“ მართვის მოდელის პირობებში, ევროპაში ისინი ხელისუფლებას ვერ ინარჩუნებენ, მათ თავისი არჩევანი გააკეთეს. ისინი დაგველაპარაკებიან ასეთი აქციებით, დაგველაპარაკებიან მხუთავი აირებით, ამისთვის საქართველო უნდა იყოს მზად. მაგრამ 9 აპრილი შექმნა ქართველმა ხალხმა, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა იყო მათთვის უფრო მეტი, ვიდრე არსებობა და მე მჯერა, რომ ეს სული, ეს ემოცია და ეს ბრძოლის უნარი არის დღემდე შენარჩუნებული და უკრაინაში ჩვენი მებრძოლები სწორედ ამ ემოციით იბრძვიან“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს