„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე აქცია გამართეს

„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე აქცია გამართეს.

ისინი სამების საკათედრო ტაძარში არსებულ, მატრონა მოსკოველისა და სტალინის გამოსახულებით არსებულ ხატზე საღებავის შესხმის გამო სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ.

„ალტ-ინფოს” წევრებმა ამ მოთხოვნით აქცია თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან გამართეს, რის შემდეგ, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებასთან გადაინაცვლეს, სადაც ნატა ფერაძის პასუხისმგებლობაში მიცემის მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.

ამის შემდეგ მათ ხატებითა და ჯვრებით, მსვლელობით, საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს, სადაც პატრიარქს შობის დღესასწაული მიულოცეს.

საპატრიარქოს შემდეგ „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც მატრონა მოსკოველისა და სტალინის ხატი არის განთავსებული.

მათ დღევანდელი აქტივობა აღნიშნულ ხატთან მოლოცვით დაასრულეს.

აქციაზე იმყოფებოდა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, რომელიც მატრონა მოსკოველისა და სტალინის ხატის ერთ-ერთი შემომწირველია.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული აქცია მისი ორგანიზებული არ არის, თუმცა იზიარებს აქციის სულისკვეთებას და პროტესტს „წმინდა მატრონას ხატის დაზიანებისა და შეურაცხყოფის გამო“.

„როგორც საპატრიარქოს განცხადებაში იყო აღნიშნული, ხატწერის ტექნიკა, თვითონ შინაარსი რას მოიცავს - ხატზე შეიძლება გამოისახოს ეშმაკი, გველეშაპი, უღმერთო ადამიანი, ურწმუნო ადამიანი ნეგატივის რანგში და პლანში. არავითარ შემთხვევაში იმ ეპიზოდში სტალინი მე არ აღმიქვამს, როგორც დადებითი პერსონაჟი. ხატმწერის განმარტებით, ის ეპიზოდი მოიცავდა შემდეგ შინაარსს, რომ ღმერთი ყველა მმართველზე ძლიერია, ღმერთი ყოვლისშემძლე და დიადია. რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, მე მაზიარებელი ვარ, აღმსარებელი ვარ და ყველა შემთხვევაში, ჩემი ვალია დავემორჩილო პატრიარქს. ვიცი,რომ ეს განცხადება პატრიარქთან შეთანხმებით დაიწერა. ამიტომაც ვთქვით ჩვენ, რომ როგორც მაზიარებლები ვემორჩილებით პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა მე არ მითქვამს, რომ გამახარა საპატრიარქოს ამ განცხადებამ, არ მითქვამს, რომ მაგალითად, არ შემეძლო სხვა გადაწყვეტილება მიმეღო. მე პირადად, სულ სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი, მაგრამ როგორც მაზიარებელი მეც და დავით თარხან-მოურავიც ვემორჩილებით პატრიარქის გადაწყვეტილებას. მე არაფერს შევცვლიდი ამ ხატზე, აი, ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სამღვდელო პირთაგან, ხატმწერისგანაც მივიღე კონსულტაცია და მათი განმარტებით არავითარი კანონიკა დარღვეული არ არის”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, სამი წელი არ აქტიურობდა,თუმცა შექმნილმა ვითარებამ იძულებული გახადა,რომ ეაქტიურა.

„ასეთი ნეობოლშევიკები კოლექტიური [ნატა] ფერაძეების სახით აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ეს იყო ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩემი აზრით, რაღაც ახალ საფეხურზე ავიდა ეს ბრძოლა იმიტომ, რომ აქამდე წმინდანის ეს ხატი არ დაზიანებულა”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა და დასძინა, რომ მოთხოვნა არის შემდეგი: “დაისაჯონ ის ნეობოლშევიკები კოლექტიური ნატა ფერაძეების სახით, რომლებიც, სხვათა შორის, გაათავხედა “ქართული ოცნების” ამ დამთმობმა პოლიტიკამ, რასაც ჩვენ აქ, თვალს ვადევნებთ მთელი 10 წლის ნაწილზე“.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს