ამირან გამყრელიძე - აზარაშვილის გუნდმა სერიოზული საქმე გააკეთა DRG-ის დანერგვით, მაგრამ ეს არ მომხდარა ერთ წელში, წინ უზარმაზარი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა - გულდასაწყვეტია, როდესაც ვამბობთ: „ჩვენ, ყველაფერი ჩვენ“

აზარაშვილის გუნდმა სერიოზული საქმე გააკეთა DRG-ის დანერგვით, მაგრამ ეს არ მომხდარა ერთ წელში, ამას წინ უზარმაზარი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა - გულდასაწყვეტია, როდესაც ვამბობთ: „ჩვენ, ყველაფერი ჩვენ“ - არა! - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა გათვალისწინებულიყო საერთაშორისო გამოცდილება და რეკომენდაციები დანერგვის პერიოდებზე რათა არ შეჰქმნოდათ კლინიკებს ის პრობლემები რაც შემდგომში წარმოიშვა.

„დიახ, წერილში საუბარი იყო DRG სისტემაზეც. DRG-ის საფუძველია ის სამედიცინო სტანდარტები, რომელიც 1994-1996 წლებში შეიქმნა, შემდეგ კი იცვლებოდა და სულ უფრო იხვეწებოდა. 2003 და 2004 წლებში ქვეყანა მზად იყო DRG სისტემის პირველი პილოტის გასაშვებად, თუმცა შეჩერდა. როდესაც ბატონი დავით სერგეენკო იყო მინისტრი, მაშინ ჩამოყალიბდა და თითქმის დასრულდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით DRG-ის თანამედროვე პრინციპებზე აგებული საქართველოში საპილოტედ გასაშვები მოდელი, ის იხვეწებოდა ეკატერინე ტიკარაძის პერიოდშიც, მაგრამ, სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვერ გაეშვა.

ბატონ ზურაბ აზარაშვილის გუნდმა სერიოზული საქმე გააკეთა DRG-ის დანერგვით, მაგრამ ეს ყველაფერი არ მომხდარა ერთ წელში, ამას უზარმაზარი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა. იმ ქვეყნებში, სადაც DRG სისტემა დანერგეს, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პილოტირება, დიალოგი კლინიკებთან და სამედიცინო საზოგადოებასთან, რათა რაც შეიძლება ნაკლები ხარვეზი ყოფილიყო. უნდა გათვალისწინებულიყო საერთაშორისო გამოცდილება და რეკომენდაციები დანერგვის პერიოდებზე, რათა არ შეჰქმნოდათ კლინიკებს ის პრობლემები რაც შემდგომში წარმოიშვა. გულდასაწყვეტია, როდესაც ვამბობთ: „ჩვენ, ყველაფერი ჩვენ“ - არა! თან ამ 2 წელიწადში... ეს შექმნა საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ, გუნდებმა, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ. ვის ვინ მოსწონდა, ვის - არა, ეს სხვა საქმეა. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ DRG კლინიკების დაფინანსების ერთ-ერთი მეთოდია და არა უნივერსალური („პანაცეა“), მასთან პარალელურად სისტემაში დაფინანსების სხვა მოდელებიც ფართოდ უნდა გამოიყენებოდეს. ჯანდაცვის სისტემის პროგრესი პირველ რიგში სამედიცინო საზოგადოებასთან კარგი ურთიერთობის შედეგია. როდესაც ბატონი ზურაბ აზარაშვილი მინისტრი გახდა და ერთად მოგვიწია, დაახლოებით, რვა თვე მუშაობა, მასთან საუბრებისას ხაზს ვუსვამდი, რომ ჯანდაცვა და მედიცინა ეს არის ყველაზე უფრო ფაქიზი სფერო. ყველას გვჭირდება ან დაგვჭირდება რაღაც ეტაპზე ექიმი და სამედიცინო დახმარება, ამ ხალხთან მოკრძალებულად და ფაქიზად უნდა ვიყოთ, ხშირად უნდა შევხვდეთ და გვქონდეს დიალოგი და არა „ნაჯახით“ ვაკეთოთ ზოგიერთი საქმე, სამედიცინო სფერო ვლანძღოთ. არ იმსახურებს სამედიცინო სფერო ამას. რაც დამოუკიდებლები ვართ, ყოველთვის წინა ხაზზე იდგნენ ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი...ყველაზე უფრო დასაფასებელი ხალხია. ყველგან არსებობს ნაკლი და შეცდომა, თუმცა ამას რუდუნებით შრომა სჭირდება, რომ გამოსწორდეს. ეს 1 და 2 წელში არ ხდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც ბატონი ზურაბი ამ პირველი ემოციებისგან განთავისუფლდება, უფრო დამშვიდდება, სხვანაირად შეაფასებს განვლილ 2 წელს“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო