გია ხუხაშვილი - გვარამიას შეუძლია სერიოზული ინტელექტუალური წვლილი შეიტანოს ალიანსში, ელექტორალურად მის პოტენციალს ვერ ვხედავ, „სნობურ“ გარემოში კი ბატონო, მაგრამ ის არ არის ხალხოსანი

უნდა ეყოთ შესაძლებლობები და ძალა ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებს, რომ მაქსიმალურად დისტანცია დაიჭირონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ „ახალს“ ყველაზე მეტად გაუჭირდება, ძირითადად გვარამიას გამო, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ პოლიტიკურ გაერთიანება „ახალზე“ საუბრისას განაცხადა.

გია ხუხაშვილის თქმით, ნიკა გვარამია პოლიტიკურ გაერთიანებაში სერიოზულ ინტელექტუალურ წვლილს შეიტანს, თუმცა ელექტოლარულად მის პოტენციალს ვერ ხედავს.

“„ნაციონალურ მოძრაობას“ და "ქართულ ოცნებას“ ორპოლუსიანობის ინტერესი აქვს, რომ სამყაროს მხოლოდ ისინი ავსებდნენ. მათი გზავნილები, ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად იდენტურია. „ნაციონალური მოძრაობაც“ ლაპარაკობს პარტიების კლონირებაზე და იმავეს ლაპარაკობს „ქართული ოცნებაც“. „ახალს“ კი არა, სალომე ზურაბიშვილსაც ეძახიან „ნაცს“ ადამიანები, რომლებიც „ნაცებთან“ იყვნენ შემძვრლები, როცა სალომე ზურაბიშვილი ჩვენთან ერთად აპროტესტებდა.

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდებიან, რომ ყველა ალტერნატივა გაანადგურონ. ვისაც თავისთან ვერ მოიზიდავენ, ეცდებიან, მოწინააღმდეგის ბანაკში მოიაზრონ. ახლა ამ თამაშს ექნება ადგილი. უნდა ეყოთ შესაძლებლობები და ძალა ამ ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებს, რომ მაქსიმალურად დისტანცია დაიჭირონ. არა მხოლოდ ამათ, ასევე „ლელოს“ და მე ვფიქრობ, რომ „ლელო“ კიდევ უფრო პერსპექტიულია ამ მხრივ. ასევე, გახარიას პარტია, რომელიც ამას უკვე აკეთებს და მაქსიმალურ დისტანციას იჭერს. „ახალმაც“ იგივე უნდა გააკეთოს. ამათ ყველაზე მეტად გაუჭირდებათ და ძირითადად გვარამიას გამო. პარადოქსია, მაგრამ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო, მაგრამ მასზე ეს კომპრომატი, ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიან ცხრა წელზე რომ აქვს შექმნილი, უფრო ნაკლებად გადმოდის, ვიდრე ნიკა გვარამიაზე. არ ვამბობ, რომ არ იყო ნიკა გვარამიასთან პოლიტიკური პარტნიორობა მომგებიანი ნიკა მელიასთვის, მაგრამ ჯერჯერობით ბუნდოვანია ეს საკითხი ჩემთვის.

ნიკა გვარამია უდავოდ ძალიან მაღალინტელექტუალი ადამიანია. მას შეუძლია სერიოზული ინტელექტუალური წვლილი შეიტანოს ამ ალიანსში, უბრალოდ, როგორც პოლიტიკოსს მას არ ვიცნობ. ელექტორალურად მის პოტენციალსაც ვერ ვხედავ. სნობურ გარემოში კი ბატონო, მაგრამ ის არ არის ხალხოსანი, რომ ხალხის სიმპათია და მხარდაჭერა დაიმსახუროს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს