კახა კალაძე - იგივე ხდება, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში - მითითებები - გინახავთ განვითარებულ ქვეყანაში დიპლომატი, თუნდაც ელჩი, გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი უნდა მიიღოს? - სრული საგიჟეთია უბრალოდ

დღეს იგივე ხდება, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში - მითითებები - გინახავთ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე ქვეყნის დიპლომატი, თუნდაც ელჩი, გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი უნდა მიიღოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს? გაგიგიათ ასეთი რამე? სრული საგიჟეთია უბრალოდ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამდენი ხნის განმავლობაში მმართველი გუნდი ვერ ისმენს არგუმენტებს, რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება პრობლემა.

ის ასევე, მიესალმება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივას, კანონპროექტთან გარშემო საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით.

„მივესალმები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი იყოს საჯარო და ღია. საზოგადოებამ მიიღოს ზუსტი და სწორი ინფორმაცია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.

ამდენი ხნის განმავლობაში არგუმენტს ვერ ვიღებთ, რატომ არის ეს კანონპროექტი ცუდი ან რატომ აქვთ პრობლემა, ვერანაირი არგუმენტი ვერ მივიღეთ ამასთან დაკავშირებით.

კანონპროექტი ეხება მხოლოდ იმ არასამთავრობოებს, რომლის ფინანსები გამჭვირვალე არ არის. ხშირად ვხდებით იმის მოწმენი, რომ ხდება დაფინანსება ისეთი პროექტების, რომლებიც დაკავშირებულია რადიკალიზმთან, ექსტრემიზმთან, რევოლუციურ სცენარებთან და ა.შ. ეს ყველაფერი გამორიცხული რომ იყოს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონი.

ის ადამიანები, რომლებიც მას აპროტესტებენ, ეს შეიძლება იყვნენ უცხოელები ან ქვეყნის შიგნით, ეს იგივე ადამიანები არიან, ვინც რამდენიმე თვის წინ პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ საქართველო სანქციებს მიერთებოდა და ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო”,- განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, ვისაც კანონპროექტი არ მოსწონს, შეუძლია მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგოს და შეცვალოს.

„არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში თუ პარლამენტი, რომელიც უფლებამოსილია ხალხისგან, რა კანონს მიიღებს, ამასთან დაკავშირებით მითითება მიიღოს. არ მოგწონთ აღნიშნული კანონი? აგერ ოქტომბერში არჩევნები მოდის, ყველა პოლიტიკური პარტია და სუბიექტი იღებს მონაწილეობას, მოიგეთ არჩევნები და შეცვალეთ. ძალიან მარტივია. მე, კახა კალაძე პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რომ ყოველთვის გადავდგათ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის.

დღეს იგივე ხდება, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში - მითითებები. ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. იგივე ხდება ახლა. სად გაგონილა? გინახიათ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე ქვეყნის დიპლომატი, თუნდაც ელჩი, გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში პარლამენტმა რა კანონი უნდა მიიღოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს? გაგიგიათ ასეთი რამე? სრული საგიჟეთია უბრალოდ. ეს არის პრობლემა. პრობლემაა, როდესაც ელჩები ერთვებიან და პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებენ“,- განაცხადა კალაძემ.

მისივე განცხადებით, უმრავლესობა კანონს აუცილებლად მიიღებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ