საია - მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მყისიერად დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა გამოვლინდეს და რეაგირება მიეცეს სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების ყველა ფაქტს

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მყისიერად დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა გამოვლინდეს და რეაგირება მიეცეს სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების ყველა ფაქტს, - ამის შესახებ განცხადებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპროტესტო აქციაზე ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების მხრიდან აქტიური სპეციალური საშუალებების ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე საერთაშორისო სტანდარტის დარღვევით გამოყენებას ახლო მანძილიდან.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ისევ გრძელდება რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი დემონსტრაციის რეპრესიული მეთოდებით დაშლის მცდელობა, რაც მიზნად ისახავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მუხტის შესუსტებას.

ადგილი აქვს აქტიური სპეციალური საშუალებების ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე საერთაშორისო სტანდარტის დარღვევით გამოყენებას ახლო მანძილიდან.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო (21:55) მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აქტიური სპეციალური საშუალებების: სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გამოყენება, რათა დემონსტრანტებს დაეტოვებინათ პარლამენტის უკან მიმდებარე ტერიტორია.

როგორც ირკვევა, წიწაკის სპრეი ახლო მანძილიდან, სახის არეში დამიზნებით გამოიყენებოდა.

ვითარებას მნიშვნელოვნად ამძაფრებს ის, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ნაცემია რამდენიმე აქტივისტი.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება;

მისცეს აქციის მშვიდობიან მონაწილეებს აქციის გაგრძელების შესაძლებლობა, და ინციდენტურ გადაცდომებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, იმოქმედოს მხოლოდ ინდივიდუალური ღონისძიების ფარგლებში, რადგან აქცია ითვლება მშვიდობიანად მანამ, სანამ მისი სრული უმრავლესობა ინარჩუნებს ასეთ სახეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მყისიერად დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა გამოვლინდეს და რეაგირება მიეცეს სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების ყველა ფაქტს.

სახალხო დამცველმა მოინახულოს დაკავებულები და საზოგადოებას აცნობოს მათი ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ