მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მოუთმენლები მოვლენების მიმართ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელშიც ვინც პირველი დაიღლება, ის წააგებს - ასეთი საფრთხე 2008 წელსაც არ დაგვმუქრებია

ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მოუთმენლები მოვლენების მიმართ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელშიც ვინც პირველი დაიღლება ის წააგებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, ვიდეომიმართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ისეთი ტიპის საფრთხე, როგორიც ახლაა, საქართველოს 2008 წელსაც არ დამუქრებია.

„დღეს ჩვენი ახალგაზრდები და ჩვენი ასაკის ადამიანები მხოლოდ ამ კანონის წინააღმდეგ არ გამოდიან, ისინი გამოდიან საქართველოს დამოუკიდებლობის მოშლის საქართველოს რუსეთში დაბრუნების წინააღმდეგ. ასეთი საფრთხე ჩვენ 2008 წელსაც არ დაგვმუქრებია. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მაშინ რუსეთი ვერ შემოვიდა თბილისში, მათ შორის იმის გამო, რომ ასობით ათასი ქართველი დღე და ღამე იდგა ქუჩაში და იცავდა დედაქალაქს. ჩვენი ამოცანა დღესავით ნათელია - ერთიანობა, შეუდრეკლობა, დაუღლელობა. ახლა არაფრის მოთმენა არ შეიძლება - ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მოუთმენლები მოვლენების მიმართ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელშიც ვინც პირველი დაიღლება ის წააგებს. ჩვენ არ დავიღლებით და არ ჩამოვუშვებთ ხელებს - მე ბოლომდე ვიბრძვი თქვენთან ერთად. მე ვარ ერთიანობის მომხრე და ყველაფერი ამისკენ მიდის, ქართველი ერი ახლა არის ერთიანი“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხს და აღნიშნა, რომ ჩინელები ახლა რუსეთის მოკავშირეები არიან, „ისინი არიან ის, რაც საქართველოს ცივილიზებულ სამყაროს მოაშორებს და შეითრევს „რკინის ფარდის“ უკან.“

„კიდევ ერთი ღალატის მაგალითი: როდესაც ახლა ვაზიანის ბაზა, რომელშიც ამერიკელები ტრადიციულად ატრენინგებენ ქართველებს და ანაკლიის პორტი თურმე ჩინელებს უნდა გადაეცეს. ჩინელები ახლა რუსეთის მოკავშირეები არიან, ისინი არიან ის, რაც ჩვენ ცივილიზებულ სამყაროს მოგვაშორებს და შეგვითრევს რკინის ფარდის უკან. მე არ ვარ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის წინააღმდეგი, მაგრამ სტრატეგიული რესურსების მიცემა არ შეუძლიათ. თუ სასტუმროს აშენება უნდა სადმე - ააშენოს, თუ ფულის ჩადება უნდა კონკრეტულ ხილის გადამამუშავებელ საწარმოში - ჩადოს. მაგრამ სტრატეგიული ავიაბაზა, სტრატეგიული პორტი მხოლოდ ქართველების ხელში უნდა იყოს. არაფრის გაჩუქება და გასხვისება არ შეიძლება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გამოსვლის ბოლოს, სააკაშვილმა მოუწოდა ოპოზიციის მომხრეებს, რომ იდგნენ ერთად, მხნედ და ძლიერად და აუცილებლად გაიმარჯვებენ.

„როგორც არასდროს გვჭირდება ერთობა, როგორც არასდროს ვჭირდებით ერთმანეთს, როგორც არასდროს ახლოს ვართ გამარჯვებასთან“, - აღნიშნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ