მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, თურქმენი პოეტის, მახტუმკული ფრაგის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია გამართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, თურქმენი პოეტის, მახტუმკული ფრაგის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია გამართა.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა.

როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დელეგაციის შემადგენლობაში არიან თურქმენი მეცნიერები, ხვალ კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხელი მოეწერება მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც სამეცნიერო სფეროს შეეხება.

"საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში თურქმენეთის დიდი პოეტისა და ფილოსოფოსის მახტუმკული ფრაგის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

ეს მართლაც გამორჩეული პიროვნება იყო თურქმენულ კულტურაში, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა არამხოლოდ თურქმენეთის, არამედ მთელი ცენტრალური აზიის მასშტაბით. მისი ლექსები ითარგმნა 50 ენაზე. მისი შემოქმედების ეპოქა შეგვიძლია შევადაროთ დავით გურამიშვილის პერიოდს, მის პოეზიას. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩამოსულია თურქმენი მეცნიერების დელეგაცია, მათ შორის ჩემი კოლეგა. ხვალ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხელს ვაწერთ მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც სამეცნიერო სფეროს შეეხება“,- აღნიშნა ზაზა აბაშიძემ.

თურქმენეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალაბერდი აშიროვი. ღონისძიების სტუმრები ასევე იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები.

„თურქმენი პოეტი მახტუმკული ფარგი გახლდათ თურქმენი ერის გამოჩენილი წარმომადგენელი, ფილოსოფოსი, თურქმენული ენის ფუძემდებელი, ჰუმანიტარი, ლიტერატორი, ჰუმანისტი, პატრიოტი და მოაზროვნე, რომელიც XVIII საუკუნეში მოღვაწეობდა. მისი ნაწარმოებები ნაწილობრივ თარგმნილია ქართულ ენაზე პროფესორ ზეზვა მედულაშვილის მიერ, მისი თარგმანების ერთიანი კრებული ჯერჯერობით არ არსებობს“,- აღნიშნავენ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს