რატი ბრეგაძე - ეს ყველაფერი არის რადიკალური ოპოზიციის გაუწონასწორებელი ქმედებებით გამოწვეული

ეს ყველაფერი არის რადიკალური ოპოზიციის გაუწონასწორებელი ქმედებებით გამოწვეული შედეგი და, პირველ რიგში, მინდა, მოვუწოდო სწორედ ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები. ისინი უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად – ვგულისხმობ პოლიტიკურ ლიდერებს, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ დაუშვებს საზოგადოებრივი და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქრიექტზე და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „ის სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასა და ევროპულ ღირებულებებთან“.

„ეს ყველაფერი ეფუძნება დემოკრატიას და დემოკრატიის გამჭვირვალობას და თუკი ვინმე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უარს ამბობს საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობაზე, ეს არის მათი პრობლემა, მათ აქვთ დასამალი საზოგადოებისგან. ასეთი უაპელაციო განცხადებები, რომ კანონი თითქოსდა არის რუსული, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ვერ იქნება გაზიარებული სახელმწიფოს მიერ“,- განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობას, მით უფრო იმ ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია.

„სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებებს და შემდგომ პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე. საზოგადოებას და სახელმწიფოს აქვს სრული ლეგიტიმაცია იმისა, იცოდეს უცხოეთიდან შემოსული დაფინანსების შესახებ და ჰქონდეს ამ საკითხზე სრული ინფორმაცია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და, მით უმეტეს, აქვს სრული უფლება, იცოდეს უცხოეთიდან შემოსული ნებისმიერი დაფინანსების შესახებ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რომლის კომენტარსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება