„პროფესიები მომავლისთვის” - პროფესიული განათლების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში, 31 ოქტომბერს, სასტუმრო “ბილტმორში” პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „პროფესიები მომავლისთვის” გაიმართება.

ფონდის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი ჯეისონ გრეგორი, საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპანია Pearson-ის ბიზნესისა და განვითარების დირექტორი საერთაშირისო კვლევის შედეგებს წარადგენს, რომელიც ასახავს 2030 წლისთვის მოთხოვნად პროფესიებსა და მომავლის უნარ–ჩვევებზე ისაუბრებს. კვლევა ინოვაციების გლობალურ ფონდთან NESTA-თან და ოქსფორდის მარტინის სკოლასთან ერთად ჩატარდა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და კომპაქტის განხორციელების დეპარტამენტის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი.

კონფერენციაზე მოწვეულია 200-ზე მეტი მონაწილე საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. განხილული იქნება ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა: პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა. პანელური დისკუსიის ნაწილი პროფესიული განათლების ბრენდინგის საკითხებსაც დაეთმობა.

16:00 საათიდან გაიხსნება პროფესიული განათლების 45 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საჯარო გამოფენა, სადაც 10 პროფესიული სასწავლებელი დამთვალიერებელს ყველა საჭირო ინფორმაციას გააცნობს, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის $12 მილიონი ბიუჯეტის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.

ღონისძიების დასასრულს, 19:00 საათზე, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გალა დაჯილდოება გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები 4 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან: წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი ორგანიზაცია.

გალა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრება ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო