საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Другие новости на сегодня
ქუთაისში მდინარე ოღასკურას ფსკერი ბეტონით მოაპირკეთეს, რასაც ადგილობრივი არასამთავრობოების პროტესტი მოჰყვა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მდინარე ოღასკურა დროებით დააშრეს, ფსკერი კი მოაბეტონეს. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

„მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ჯებირების გამაგრება მესმის, მდინარის კალაპოტის გაწმენდა მესმის, მაგრამ მდინარის ფსკერის ბეტონით მოპირკეთება არა. აქ მთლიანად დაირღვევა ეკო-სისტემა. საავტომობილო გზა ან ველობილიკი არ გეგონოთ. ეს მდინარე ოღასკურაა ქუთაისში, რომლის ფსკერი მოაბეტონეს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის "საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

იხილეთ ვიდეო: კადრები ქუთაისიდან, სადაც მდინარე მოაბეტონეს

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა