საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

1234567891011121314151617181920212223242526
Другие новости на сегодня
ნენსი პელოსმა საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი

ნენსი პელოსმა საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.

„დემოკრატიულ პარტიაში ჩვენი მრავალფეროვნება და ერთობა ჩვენი სიძლიერეა. ახლა ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა დონალდ ტრამპი მტკიცედ დავამარცხოთ და ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად კამალა ჰარისი ენთუზიაზმით ავირჩიოთ. წინ გამარჯვებისკენ!“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა აღნიშნა, რომ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურის მიმართ მისი მხარდაჭერა „ოფიციალური, პირადი და პოლიტიკურია“.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 5 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა