საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Other news for today
ლაშა დოლბაძე სამუშაო ჯგუფის ფორმატში, აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრი დაზარალებული პირების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, მათ მხარდაჭერის მზაობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად იმუშავებს, რათა დაზარალებულებს დროული დახმარება გაუწიოს და მათი ცხოვრების პირობები გააუმჯობესოს.

„აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, 14 იანვარს, გვიან ღამით შექმნილი სამუშაო ჯგუფი საჭიროებების იდენტიფიცირებას სწრაფი რეაგირების მიზნით, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს. ასევე, აფხაზეთის მთავრობაში მუშაობს ცხელი ხაზი - 143, სადაც დევნილებს უწყვეტად შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ საჭირო ინფორმაცია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში