This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის განცხადებას შიმშილობის გამოცხადების შემდეგ ტკბილეულის ჭამას ადარებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ეს იგივეა, რომ საუზმესა და სადილს შორის შიმშილობა გამოაცხადო და შემდეგ ფარულად ტკბილეულის ჭამა განაგრძო“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.
მისი თქმით, გამოცხადებული ზავის პერიოდში რუსეთი სროლას და თავდასხმებს აგრძელებდა.
„ამიტომ, ამგვარად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უფრო მედია ტრიუკია, ვიდრე რეალობა“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.
მისი თქმით, რუსეთს რომ ომი არ სურდეს, არასდროს დაიწყებდა მას.
„ამიტომ, ახლა ერთადერთი შანსია, რომ უკრაინამ წარმატებით დაიცვას თავი, რათა რუსეთმა სამხედრო საშუალებებით ვერ მიაღწიოს თავის მიზნებს“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.