დაცვის პოლიციის თანამშრომელთა გადამზადების კურსი დასრულდა

შსს-ს აკადემიაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაკავების ჯგუფის თანამშრომელთა პირველი ნაკადის გადამზადების კურსის დასრულების ცერემონია გაიმართა.

;შსს-ს ინფორმაციით, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კახა ლეგაშვილმა და შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ.

;უახლოეს მომავალში დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების რამდენიმე ნაკადის გადამზადება იგეგმება.

;