საგურამოს აგარაკი ეროსი კიწმარიშვილმა და კახა კუკავამ დატოვეს

ლევან გაჩეჩილაძის მეგობრის, ბიძინა გეგიძის საგურამოს აგარაკი, სადაც ოპოზიციის ლიდერთა ნაწილის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ცოტა ხნის წინ კახა კუკავამ და ეროსი კიწმარიშვილმა დატოვეს.

;ეროსი კიწმარიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ~მაესტროს~ ეთერში დებატებთან დაკავშირებითYიყვნენ შეკრებილი. კახა კუკავამ კი კომენტარი არ გააკეთა. იგი ამ დრომდე არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

;შეხვედრის მიმდინარეობისას კახა კუკავამ ~ინტერპრესნიუსთან~ საუბრისას კატეგორიულად უარყო საგურამოს აგარაკზე მისი ან ~კონსერვატიული პარტიის~ სხვა წევრების ყოფნა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა კუკავა შეხვედრაში მონაწილეობდა.

;მანამდე საგურამოს აგარაკი ზურაბ ნოღაიდელმა და კობა დავითაშვილის პარტიის წევრმა ალეკო შალამბერიძემ დატოვეს. ნოღაიდელის განცხადებით, მოლაპარაკებები ჭადრაკის სასახლეში დაწყებული შეხვედრის გაგრძელებაა.

;შეხვედრაში მონაწილეობა არ დაადასტურეს ირაკლი ალასანიას და ნინო ბურჯანაძის პარტიებში. ამ დროისთვის საგურამოს აგარაკზე რჩებიან ლევან გაჩეჩილაძე და ბიძინა გეგიძე.

;

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება