საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება

საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით დღეს ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება. შესვენების შემდეგ იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას პარლამენტის ბიურო ადგენს. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია.;;; ;

ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული თუ რა ფორმატით წარიმართება დებატები, თუმცა, წინასწარი კონსულტაციების შედეგად, დებატები, სავარაუდოდ, პოლიტიკური დებატების ფორმატში შედგება. კერძოდ,; პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას თითოეულს 45 წუთი ეძლევა, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის; გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.

უკვე ცნობილია ის გარემოებაც, რომ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე მისი დროის დარჩენილ ნაწილს, უმცირესობაში შემავალ დეპუტატებს დაუთმობს. მათ შორის, თარგამაძის გამოსვლის დროით ისარგებლებს დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელსაც დროის დათმობაზე უარი, მისივე ფრაქციის თავმჯდომარე გია თორთლაძემ უთხრა.

პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დებატების ფორმატი საბოლოოდ, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე შეთანხმდება.

პრეზიდენტი პარლამენტში, სავარაუდოდ, 18:00 საათისთვის მივა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს