თსსუ-სა და კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” შორის მემორანდუმი გაფორმდება

სამედიცინო უნივერსიტეტსა და კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდება.

როგორც `ინტერპრესნიუსს~ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტი და კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით ითანამშრომლებენ.

მემორანდუმს ხელს სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და “IDS ბორჯომი საქართველოს” გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე მოაწერენ.

ხელმოწერის ცერემონიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებისა და სახელშეკრულებო კლინიკური ბაზების ხელმძღვანელები დაესწრებიან.

მემორანდუმი გულისხმობს მხარეებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საზოგადოებისთვის საინტერესო და სასარგებლო პროექტები. სამუშაო გეგმა კი ყოველი წლის დასაწყისში მხარეების მიერ განისაზღვრება.

“ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” მის მიერ წარმოებული მინერალური წყლების პოპულარიზაციის საქმეში. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება შეუძლებელია ჯანსაღი პროდუქტების გარეშე; სწორედ ამას ემსახურება მემორანდუმის გაფორმება. აღნიშნულ საქმიანობაში გვინდა აქტიური მონაწილეობა ჩვენმა პარტნიორმა კლინიკებმა მიიღონ”, – მიაჩნია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს ზურაბ ვადაჭკორიას.

როგორც `ინტერპრესნიუსს~ უნივერსიტეტიდან აცნობეს, წელს საიუბილეო წელია როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის, მას დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა, ასევე `ბორჯომისთვის~, რომლის პირველი ბოთლიც ქარხნული წესით ზუსტად 120 წლის წინ ჩამოისხა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს