“ყაზბეგისა” და “ზემო ლარსის” სასაზღვრო-გამშვები პუნქტები დღეიდან ამოქმედდება

“ყაზბეგისა”(საქართველოს) და “ზემო ლარსის” (რუსეთის ) სასაზღვრო-გამშვები პუნქტები დღეიდან ამოქმედდება.

განმარტებები პუნქტებზე მიმოსვლის განახლების პირობების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა შაბათს გააკეთა. მისი განცხადებით, "ყაზბეგის" (საქართველო) გამშვები პუნქტის გავლით პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლისა და ცხოველების გატარება განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

"ზემო ლარსის" (რუსეთის ფედერაცია) გამშვები პუნქტის გავლით პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლისა და ცხოველების გატარება; კი, რუსეთის ფედერაციის კანონებისა და წესების შესაბამისად განხორციელდება.

გამშვები პუნქტები გახსნილი იქნება ყოველდღიურად, 1-ელი მარტიდან 1-ელ ნოემბრამდე პერიოდში - 06.00-დან 22.00 საათამდე, ხოლო 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში - 07.00-დან 19.00 საათამდე.

კლიმატური პირობების გათვალისწინებით, 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ მაისამდე, დაშვებულია გამშვები პუნქტების გავლით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტოსატრანსპორტო (სატრანსპორტო) და 30 ადგილზე მეტი რაოდენობის სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა.

ამასთან, გამშვებ პუნქტებზე აკრძალულია სახელმწიფო საზღვრის ფეხით გადაკვეთა. ერთ-ერთი მხარის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების გატარებაზე უარის შემთხვევაში, მეორე მხარე ნებას მისცემს, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაუბრკოლებლად და დაუყოვნებლივ დაბრუნდეს საკუთარ ტერიტორიაზე.

"ყაზბეგი" (საქართველო) გამშვებ პუნქტზე არ გაიცემა საქართველოს ვიზები.

როგორც ნალბანდოვმა განმარტა, შესაბამისი შეთანხმება 2009 წლის 28 ოქტომბერს ერევანში, სომხეთის მხარის შუამავლობით და 2009 წლის 23 დეკემბერს "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე, შვეიცარიის მხარის მონაწილეობით, საქართველოსა და რუსეთის ექსპერტთა შეხვედრებზე შედგა.;

აღნიშნულის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტით შეატყობინა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ - შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციაში.

"ყაზბეგის" (საქართველო) გამშვებ პუნქტზე საქართველოს ვიზები არ გაიცემა.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა