შავ ზღვაში ქართულ-ამერიკული წვრთნა გაიმართება

აშშ-ის საზღვაო ფლოტის გემი “ჯონ ჰოლი” დღეს ბათუმის პორტში შევა. "ჯონ ჰოლი” და მისი ეკიპაჟი საქართველოს სანაპირო დაცვის პირად შემადგენლობასთან ერთობლივ წვრთნას გამართავს.

წვრთნის მიზანია, ძებნისა და გადარჩენის, გემის გაჩხრეკისა და აბორდაჟის, აგრეთვე დაზიანების კონტროლის მეთოდების დახვეწა. “ჯონ ჰოლს” ბათუმის პორტში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები შეხვდებიან.

გემის ეკიპაჟი მონაწილეობას მიიღებს საზოგადოებრივ ღონისძიებებშიც. ფრეგატი “ჯონ ჰოლი” ბათუმიდან 3 მარტს გაემგზავრება. 25 თებერვალს ამერიკული გემი ფოთის პორტშიც იმყოფებოდა.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოში აღნიშნავენ, “გლობალური საზღვაო პარტნიორობის” პროგრამის ფარგლებში აშშ-ის მეექვსე ფლოტი, შავი; ზღვის აუზის ქვეყნებთან საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების გამტკიცებისათვის თანამშრომლობას აგრძელებს. მათივე შეფასებით, შავ ზღვაში აშშ-ის საზღვაო ფლოტის გემების რეგულარული ვიზიტები ხაზს უსვამს შეერთებული შტატების სურვილს, ხელი შეუწყოს რეგიონულ სტაბილურობას და საზღვაო პარტნიორობის გამტკიცებას.

“ჯონ ჰოლი” “ოლივერ ჰაზარდ პერის” კლასის ფრეგატია. მას ეს სახელი; ადმირალ ჯონ ლესლი ჰოლი-უმცროსის პატივსაცემად ეწოდა. ადმირალი ჰოლი აშშ-ის საზღვაო ფლოტის აკადემიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტი იყო. ის იყო გამორჩეული სამხედრო მეთაური მეორე მსოფლიო ომის დროს. გემი ზღვაში 1982 წლის 26 ივნისს ჩაუშვეს. მან სწრაფად მოიპოვა უძლეველი ხომალდის რეპუტაცია. ფრეგატი “ჯონ ჰოლი” მეიპორტშია ბაზირებული.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს