ვიტალი ჩურკინი - ანტი ტურუნენი საქართველოში გაერო-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი არ არის

გაერო-ში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის განცხადებით, ანტი ტურუნენი საქართველოში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი არ არის და პოლიტიკური მანდატი არ აქვს.

ჩურკინის განცხადებას სააგენტო “რია ნოვოსტი”; ავრცელებს. ჩურკინის თმით, ტურუნენი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის ფუნქციას შეასრულებს. მან გაიხსენა, რომ ჟენევის დისკუსიებზე გაერო-ს მხრიდან თანათავმჯდომარე იოჰან ვერბეკე იყო.

ჩურკინის განმარტებით, ვერბეკე თანათავმჯდომარეობამდე უკვე იყო გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და “საქართველოსა და აფხაზეთში” გაერო-ს მისიის ხელმძღვანელი.

რუსეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა მისია დაბლოკა და რეგიონიდან გაერო-ს დამკვირვებლები გავიდნენ, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მანდატი ჰქონდა, გაუქმდა, როგორც ფიზიკურად, ისე; - იურიდიულად.;

“მისია აღარ არის, მაგრამ ჟენევის დისკუსიები გრძელდება, რომელზეც სამი თანათავმჯდომარეა – ევროკავშირის, ეუთო-ს და გაერო-ს მხრიდან. გენერალურ მდივანთან კონსულტაციების შემდეგ ეს ადამიანი – ფინელი დიპლომატი შეარჩიეს. დადგინა ფორმულა, რომლის მიხედვითაც, მას რაიმე განსაკუთრებული ტიტული არ აქვს, ის არის არა სპეციალური წარმომადგენელი, არამედ, უბრალოდ, გაერო-ს წარმომადგენელი. ამდენად, ტურუნენი ჟენევის დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციის მექანიზმების მუშაობისას მხოლოდ პრაქტიკულ და პრაგმატულ ამოცანებს შეასრულებს”, - ამტკიცებს ჩურკინი.;

საქართველოში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად ფინელი დიპლომატი ანტი ტურუნენის დანიშვნის შესახებ 2 მარტს გახდა ცნობილი. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

;

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა