თბილისში შემომავალ ავტობუსებს დადგენილი მარშრუტის დარღვევისთვის 100 ლარით დააჯარიმებენ

თბილისში შემომავალ ავტობუსებს და სამარშრუტო ტაქსებს, დადგენილი მარშრუტის დარღვევისთვის, 100 ლარით დააჯარიმებენ.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის.

კერძოდ, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას, თბილისში შემოსვლის შემდეგ, ავტობუსებს და მიკროავტობუსებს, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დადგენილი მარშრუტით მოძრაობა მოუწევთ.

ამ მარშრუტის დარღვევის შემთხვევაში ისინი 100 ლარით დაჯარიმდებიან, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი 500 ლარიანი საურავი დაერიცხებათ.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები ლაშა თორდია, კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.

კანონპროექტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება