დევნილთაAხუთი ოჯახი თბილისიდან რუსთავში გადასახლდება

დევნილთაAხუთი ოჯახი დღეს თბილისიდან რუსთავში გადასახლდება და საკუთრებას მიიღებს.

;ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ისინი 17 წელია სამგორში, ქინძმარაულის #37-ში, “ბეტონკონსტრუქციის” შენობაში მძიმე პირობებში ცხოვრობენ.

დევნილები რუსთავში ცხოვრებას იმ პირობით დათანხმდნენ, რომ რეაბილიტირებულ ყოფილ #162-ე პროფსასწავლებლის შენობაში ფართები საკუთრებაში გადაეცემათ.

დევნილთა ახალმოსახლეობას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დაესწრება.