მადრიდში დღეს ტერაქტის დროს დაღუპულებს გაიხსენებენ

მადრიდში დღეს იმ ადამიანების ხსოვნას მიაგებენ პატივს, ვინც 6 წლის წინ ტერაქტის დროს დაიღუპა.

როგორც გერმანული გაზეთი ‘’დელტი’’ იუწყება, დაღუპულთა ოჯახის წევრები და მადრიდის მცხოვრებლები უბედური შემთხვევის ადგილზე სიმბოლურად ფოტოებითა და ყვავილებით მივლენ.

ტერორისტული აქტი მადრიდში 2004 წლის 11 მარტს განხორციელდა. Qქალაქის სადგურებზე - ატოჩა, ელ-პოსო და სანტა ეუხენია 5 წუთის ინტერვალით 13 ბომბი აფეთქდა. აღნიშნულ ტერაქტზე თავდაპირველად პასუხისმგებლობას ბასკურ ტერორისტულ ორგანიზაციას ‘’ეტა‘’-ს აკისრებდნენ, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ტერაქტი ისლამისტური დაჯგუფება ალ ქაიდას მიერ იყო ორგანიზებული

აფეთქების შედეგად მადრიდში 191 ადამიანი დაიღუპა, 2000-მდე კი დაშავდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს