ლევან გაჩეჩილაძე - ოპოზიციის განხილვის მთავარი თემა “მოდელირებული ქრონიკა” უნდა იყოს

“დაიცავი საქართველოს” ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის საქართველოში ოპოზიციის განხილვის მთავარი თემა უნდა იყოს “მოდელირებული ქრონიკა” და არა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი.

როგორც გაჩეჩილაძემ სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ოპოზიციის შეკრებაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია კონკრეტულად საქართველოს და თითოეული მოქალაქის დაცვა ავადმყოფური რეჟიმისგან. მთელი ოპოზიციური სპექტრი ამ საკითხის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

“მნიშვნელობა არა აქვს, ვინ მონაწილეობს და ვინ არ მონაწილეობს არჩევნებში. მთავარია, ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანება. უნდა გამოვარკვიოთ, როგორ ვებრძოლოთ შიზოფრენიკს”, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს