ირაკლი ოქრუაშვილი ამერიკელ კონგრესმენებთან მისი შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

ირაკლი ოქრუაშვილი ამერიკელ კონგრესმენებთან მისი შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

პარიზში მყოფ "ქართული პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ამერიკელ კონგრესმენებთან მისი შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ამის შესახებ ოქრუაშვილმა "ინტერპრესნიუსს" სატელეფონო საუბრისას განუცხადა. "არ ვიცი; არაფერი შემიძლია გითხრათ", - აღნიშნა მან.

"ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა დღეს, გორში, პარტიის რეგიონული ოფისის გახსნისას განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აქტიურობით დაინტერესდა ამერიკელ კონგრესმენთა საკმაოდ სერიოზული ჯგუფი, ისინი რამდენიმე დღეში პარიზში აპირებენ ჩასვლას, სადაც პირველ შეხვედრას ირაკლი ოქრუაშვილთან გამართავენ.