ქსნის ციხესთან ტუბერკულოზით დაავადებულთათვის ახალი დაწესებულება აშენდება

ქსნის ციხესთან ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებისთვის ახალი დაწესებულება აშენდება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა.

საკითხით ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი დაინტერესდა და იკითხა, თუ რა იგეგმება მომავალ წელს ციხეებთან მიმართებაში.

პაპუნა პეტრიაშვილის განცხადებით კი, ქსანში აშენდება ახალი ტუბზონა, რისთვისაც მომავალ წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

უკანასკნელ დღეებში დეპუტატები ხშირად საუბრობენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.