დავით გამყრელიძე კონსულტაციების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე საუბრობს

დავით გამყრელიძე კონსულტაციების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე საუბრობს

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დაწყებული კონსულტაციების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც 4 საათს გრძელდებოდა. მისი თქმით, კონსულტაციების შედეგები, კერძოდ, ყველა საკითხი, რაზეც შესაძლებელია შეთანხმება და რაზეც ვერა, საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს.

ამ მხრივ პროცესში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვას გამყრელიძემ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უწოდა. მისი თქმით, პროცესში ჩასართველად კარი ღია რჩება და ყველა კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა ექნება, პროცესს შეუერთდეს.

შემდეგი შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მომავალ ოთხშაბათს გაიმართება.