მამუკა მდინარაძე - თუ „ქართული ოცნების“ გავლით ამ ქვეყნის დასჯა ვინმეს შეიძლება უნდოდეს, ეს იქნება ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ აიტანს იმას, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოში ვიღებთ

თუკი „ქართული ოცნების“ გავლით ამ ქვეყნის დასჯა ვინმეს შეიძლება უნდოდეს, ეს იქნება ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ აიტანს იმას, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოში ვიღებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება რადიკალური ოპოზიციის მითითებებს გაითვალისწინებს, ორ-სამ კირაში რუსული ტანკები, შესაძლოა, მართლა იდგნენ თბილისში.

„ჩვენ ერთი წელია ურთულეს გზაზე, ბეწვის ხიდზე დავდივართ და რადიკალური ოპოზიცია და მისი მომხრეები ყველანაირად ცდილობენ ამ ქვეყანას ხელი კრან და სადღაც გადაჩეხონ. რაც არ უნდა რეკომენდაცია იყოს რომელიმე ლობისტის მხრიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თუ ა.შ. ეს ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. თუკი „ქართული ოცნების“ გავლით ამ ქვეყნის დასჯა ვინმეს შეიძლება უნდოდეს, ეს იქნება ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ აიტანს იმას, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოში ვიღებთ.

რომ დავყვეთ ვიღაცების ნებას, მითითებებს, რადიკალური ოპოზიციის მითითებებს, ზუსტად ორ-სამ კვირაში, სამწუხაროდ, მიწევს ამის თქმა, რუსული ტანკები შეიძლება მართლა იდგნენ თბილისში. მერე მიხვდებიან ვინ არის ნამდვილი რუსული ხელისუფლება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს