გია ვოლსკი ოპოზიციაზე - არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის რეჟიმში არიან - მათთვის მთავარია სიტუაციის დესტაბილიზაცია, რასაკვირველია, მთავარი თემა კვლავ რჩება ომში ჩართვა

არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის რეჟიმში არიან - მათთვის მთავარია სიტუაციის დესტაბილიზაცია, რასაკვირველია, მთავარი თემა კვლავ რჩება ომში ჩართვა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის ბოიკოტის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციას ახლა ევროინტეგრაციის კომიტეტში "ქართული ოცნების" აქტივობების კრიტიკა აქვს განზრახული.

"როგორც კი 12 რეკომენდაციაზე მუშაობა დაიწყო, იმ დღიდან არიან არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის რეჟიმში, მანჯგალაძეც და ყველაც. ახლა გადაწყვიტეს მაკა ბოჭორიშვილის კრიტიკაზე გადაიტანონ აქცენტი, საერთოდ "ქართული ოცნების" ევროპის საკითხთა კომიტეტში აქტივობების კრიტიკას შეუდგნენ, რომელსაც საფუძველო არ გააჩნია. ამ ადამიანებს არ აინტერესებთ არანაირი 12 რეკომენდაცია, აქ მათთვის, მთავარია პოლარიზაციის რეჟიმის შენარჩუნება, სიტუაციის დესტაბილიზაცია და პოლიტიკური დივიდენდის მიღება, რასაკვირველია მთავარი თემა რჩება ომში ჩართვა, რასაც აღარც მალავენ,"- განაცხადა ვოლსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს