ირაკლი ღარიბაშვილი - რომელი პატრიოტი ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას მაშინ, როცა რეგიონში ურთულესი კრიზისია? - ეს გეგმა ჩაუვარდათ, ჩვენმა მტრებმა წააგეს

რომელი პატრიოტი და ეროვნული ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას, შეცვლას მაშინ, როცაურთულესი კრიზისია რეგიონში, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ?!- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ინტერპელაციის წესით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

მისივე თქმით, საფრთხე იმისა, რომ ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ მყოფმა მტრულმა ძალებმა ქვეყანაში გადმოიტანონ ომი, შეეცადონ დესტაბილიზაციას, არსად წასულა და ეს საფრთხე რჩება საფრთხედ.

„რომელი პატრიოტი და ეროვნული ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას, შეცვლას მაშინ, როცა ურთულესი კრიზისია რეგიონში, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს გეგმაც გახსოვთ, რომ ჩაუვარდათ, ჩვენმა მტრებმა წააგეს. დღეს, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა ეს მიდგომა. გეგმა რჩება ისევ გეგმად, არსად წასულა. დღესაც, სამწუხაროდ, არსებობენ ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საჭიროა ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით, რომ მოხდეს ერთგვარი დაკომპენსირება და მეტი დროის მიცემა უკრაინისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ძალების აღდგენა და კონტრშეტევა. ასეთ ადგილად რჩება საქართველო, ასევე რჩება მოლდოვა. ამიტომ მეგობრებო, დღეს საფრთხე იმისა, რომ ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ მყოფმა მტრულმა ძალებმა ქვეყანაში გადმოიტანონ ომი, შეეცადონ დესტაბილიზაციას, არსად წასულა და ეს საფრთხე რჩება საფრთხედ!“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს