ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და სიტუაციის ასარევად გამოგვიგზავნეს იმისთვის, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ხელშეწყობით ჩამოსვლა საქართველოს „უკრაინიზაციას“ ემსახურებოდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს „უკრაინიზაციის“ გეგმა ჩავარდა, რაშიც გადამწყვეტი როლი ხელისუფლებამ შეასრულა.

მისივე თქმით, უკრაინის ომში მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა პირდაპირ ომში ჩართვასა და მეორე ფრონტის გახსნას ნიშნავდა.

„სამწუხაროდ, უკრაინის ხელშეწყობით, მიხეილ სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და სიტუაციის ასარევად გამოგვიგზავნეს. ეს იმისთვის, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო. ეს სიტყვა რადიკალურ ოპოზიციას არ მოეწონა.

საბედნიეროდ, უკრაინიზაციის გეგმა ჩავარდა და ამაში გადამწყვეტი როლი ხელისუფლებამ შეასრულა, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა და რომელმა, ეს უმძიმესი კრიმინალი დააპატიმრა. 24 თებერვლის შემდეგ, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც უკრაინაში ომის დაწყების ფონზე ანტისამთავრობო გამოსვლები იმართებოდა. რა მიზანი ჰქონდა ხელისუფლების შეცვლას, ამაზე დასკვნებს საზოგადოება გამოიტანს.

ამის შემდეგ, ზუსტად იგივე რადიკალური ოპოზიცია რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან მიერთებას ითხოვდა, რაც ესკალაციისკენ გადადგმული გაუაზრებელი ნაბიჯი იქნებოდა. მიზანი, რა თქმა უნდა, მეორე ფრონტი იქნებოდა.

კიდევ უფრო მძიმე მოვლენა იყო, როცა მათ პირდაპირ მოითხოვეს, უკრაინაში მოხალისეები გაგვეგზავნა, რაც სანქციებისგან განსხვავებით, სამხედრო კონფლიქტში საქართველოს პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს