ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციისგან მოვისმინეთ ტყუილი, ტყუილი და ტყუილი

სულ რაღაც 2 წელიწადში ქვეყნის დესტაბილიზაციის და ქვეყნის ომში ჩართვის 4 მცდელობა იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ხელწერაა ცრუ დემაგოგია, უსაფუძვლო თავდასხმები და პიროვნული შეურაცხყოფები.

„უკრაინიზაციის გეგმა ვახსენე და ამის თაობაზე ფართოდ ვისაუბრე. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ჩვენმა გუნდმა ხელისუფლებას ავაცილეთ. რა თქმა უნდა, საფრთხე არ არის მოხსნილი. ამიტომ, მინდა ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს ვუთხრა, ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. ძალიან კარგად ვიცი მათი გეგმების, ამოცანების, მათი მოქმედებების შესახებ. სახელმწიფო სამსახურები არის მოწოდების სიმაღლეზე. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. თქვენ ნახეთ, რომ სულ რაღაც 2 წელიწადში ქვეყნის დესტაბილიზაციის და ქვეყნის ომში ჩართვის 4 მცდელობა იყო. ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას შევახსენე. მათგან მოვისმინეთ ტყუილი, ტყუილი და ტყუილი. ეს არის მათი ხელწერა, ცრუ დემაგოგია, სიცრუე, ყოველგვარი უსაფუძვლო თავდასხმები და პიროვნული შეურაცხყოფები. არ ვაპირებ მათ გამოგვეხმაურო და ასეთი პატივი მივაგო, პასუხები ჩავაბარო“,-განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს