რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - დასავლეთი უკმაყოფილოა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია „სრულიად აკმაყოფილებს ორი ქვეყნის ხალხთა ინტერესებს“. ამის შესახებ RTVI-სთან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა ისაუბრა.

მან საქართველოში მარტის საპროტესტო გამოსვლები დაუკავშირა დასავლეთის სურვილს, „შეარყიოს ვითარება“ ქვეყანაში, დაარწმუნოს მისი ხელმძღვანელობა, უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი უკრაინას და გაწყვიტოს ურთიერთობა რუსეთთან.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია, გაერთიანებული საერთო ისტორიითა და კულტურით, მილიონობით ადამიანის ბედის შერწყმით, სრულად აკმაყოფილებს ჩვენი, ორი ქვეყნის ხალხთა ინტერესებს“, - განაცხადა გალუზინმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის „გარედან მზარდი ზეწოლისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად“, ქვეყნებს შორის ურთიერთობები ვითარდება, პირველ რიგში, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.

მაგალითად, დიპლომატმა მოიყვანა ორმხრივი ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც 2022 წელს გაიზარდა.

მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვისა და თბილისის ერთობლივი მუშაობა „ორ სახელმწიფოს შორის არსებული ერთადერთი ავტომაგისტრალის უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად“ არის „რუსულ-ქართული წარმატებული თანამშრომლობის“ მაგალითი.

„ქართული მხრიდან მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, მათ შორის ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გვირაბის მშენებლობა, ჩვენი მხრიდან ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გაფართოება. საზღვრის ორივე მხარეს მოქმედებები კოორდინირებულია, რათა არ მოხდეს ამ სატრანსპორტო არტერიის სიმძლავრის შემცირება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ქვეყნებს შორის ყურადღების ცენტრში რჩება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები.

„ორ ქვეყანას შორის საერთო ყურადღების ცენტრში რჩება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, რომლებიც განიხილება მრავალმხრივ ფორმატში აფხაზეთის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით. მიმდინარეობს ამიერკავკასიის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში" , - ამბობს რუსი დიპლომატი.

მიხაილ გალუზინმა ასევე კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენად შეიძლება გავლენა იქონიოს ბოლოდროინდელმა პროტესტებმა რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებზე.

„მარტის საპროტესტო აქციების მიღმა ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით უკმაყოფილო დასავლეთის სურვილს, შეარყიოს ვითარება რესპუბლიკაში, დაარწმუნოს მისი ხელმძღვანელობა უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი უკრაინას, გაწყვიტოს კავშირი რუსეთთან“ , - განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა