არჩილ თალაკვაძე - ქალბატონი ვიოლა მუშაობს იქ, სადაც კანონი სჯის მოქალაქეებზე თავდასხმას, გადასახადების გადამხდელების ფულით ნაყიდი ქონების დაწვას, მაგრამ საქართველოში, როგორც ჩანს, ჩამოსულია სრულიად საპირისპირო მიზნით

ვიოლა ფონ კრამონი ქვეყანაში ჩამოსულია იმიტომ, რომ ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, ეს არის დამაბნეველი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარის მისვლას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ვიოლა ფონ კრამონი "ამართლებს იმას, რაც მისივე ქვეყანაში და იმ ევროპაში, რომელსაც თვითონ წარმოადგენს ევროპარლამენტში, არის მიუღებელი", ხოლო ეს დამაბნეველი და გაუგებარია.

„ქალბატონი ვიოლა მუშაობს სწორედ იქ, სადაც კანონი სჯის მოქალაქეებზე თავდასხმას, ცეცხლის წაკიდებას, გადასახადების გადამხდელების ფულით ნაყიდი ქონების დაწვას, მაგრამ საქართველოში, როგორც ჩანს, ჩამოსულია სრულიად საპირისპირო მიზნით, ქართულ საზოგადოებას სთავაზობს სრულიად საწინააღმდეგოდ იმისას, რასაც თავის ქვეყანაში და ევროპარლამენტში წარმოადგენს. თუ ევროპაში კანონის უზენაესობა მისთვის მისაღებია, როგორც ჩანს, საქართველოში არ არის კანონის უზენაესობა მისაღები, რადგან ეს ადამიანი იცავს მათ, ვინც გასცდნენ მშვიდობიან პროტესტს, ვინც სცადეს საკუთარი თანამოქალაქეებისთვის ბენზინის გადასხმა, ცეცხლის მოკიდება და გადასახადის გადამხდელთა ფულით შეძენილი ქონების განადგურებაშია ბრალდებული. საქართველოსთვის ძალიან დამაბნეველია, როცა ევროპარლამენტარი ასეთ ნაბიჯებს დგამს და ქვეყანაში ჩამოსულია არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას ელაპარაკოს რეფორმებზე, ობიექტური და სამართლიანი შეფასებები მისცეს თავდასხმას ადამიანებზე და მშვიდობიანი პროტესტი გამიჯნოს ძალადობრივისგან, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, ეს არის დამაბნეველი,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო