დიმიტრი გვრიტიშვილი - ჩვენ რატომ ვართ დაბალი ღობე? - საფრანგეთს რომ აეკრძალა ამერიკელი მოსამართლისთვის მის ქვეყანაში შესვლა, რა რეაგირება მოჰყვებოდა ამას აშშ-ში, ვიცით ხომ?!

ჩვენ რატომ ვართ დაბალი ღობე? - თან გვეუბნებიან, რომ პარტნიორი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ვართ, - ასე ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების დასანქცირების საკითხს.

მისი თქმით, გაუგებარია, რა სტანდარტით მოქმედებს დემოკრატიის ფლაგმანი ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ უმაღლესი ხარისხის დემოკრატია აქვს, როცა მტკიცებულებების გარეშე პარტნიორი სახელმწიფოს მოქმედ მოსამართლეს კორუფციის უმძიმეს ბრალდებას სდებს.

„უბრალოდ ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება დაგაბრალონ უმძიმესი კორუფციის ბრალდება და შემდეგ დაგიწესონ სანქცია. იგივე რომ გაეკეთებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში რომელიმე სახელმწიფოს წარმომადგენელს, ვთქვათ, საფრანგეთის ელჩს არ მოსწონებოდა ამერიკელი მოსამართლის გადაწყვეტილება და იგივე ბრალდება გაეჟღერებინა და საფრანგეთს აეკრძალა ამ მოსამართლისთვის საფრანგეთში შესვლა, რა რეაგირება მოჰყვებოდა ამას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიცით ხომ?! ჩვენ რატომ ვართ დაბალი ღობე? - თან გვეუბნებიან, რომ პარტნიორი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ვართ.

ამ კამპანიის საბოლოოს შედეგი არის ის, რომ სასამართლო ხელისუფლება დაემორჩილოს მათ“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება