ლევან მურუსიძე - აშშ-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებას მივესალმები - ეს არის გზავნილი, რომ თუ მოსამართლეები არ მივიღებთ საელჩოსთვის მისაღებ გადაწყვეტილებას, ისინი ჩვენზე ზეწოლას განახორციელებენ

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადებით, მიესალმება მოსამართლე ირაკლი შენგელიას პოზიციას, რომელიც აპირებს, 4 მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

როგორც მურუსიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, სანქციები არის გზავნილი, რომ თუ მოსამართლეები ამერიკისა და მისი საელჩოსთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, აშშ მათზე ზეწოლას განახორციელებს.

„ირაკლი შენგელიას პოზიციას, აშშ-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, მე მივესალმები. ჩვენთან, მოსამართლეებთან მიმართებით, კორუფციული ბრალდებების წამოყენება აბსურდულია. ეს უნდა გასაჩივრდეს აშშ-ს სასამართლოში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ეს სანქციები სასამართლო სისტემის მიმართ თავდასხმაა. ეს არის გზავნილი, რომ თუ ჩვენ, მოსამართლეები არ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ამერიკისთვის და მისი საელჩოსთვის იქნება მისაღები, ისინი ჩვენზე ზეწოლას განახორციელებენ“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს