ირაკლი კობახიძე - IRI-ის ხელით სოციოლოგიური კვლევის მონაცემები გაყალბდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები გაყალბებულია.

კობახიძე აღნიშნულს სამწუხარო ფაქტად აფასებს.

„დეტალებში არ შევალ. სამწუხაროა, შემაშფოთებელია და იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალებას ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, IRI-ის ხელით გაყალბდა სოციოლოგიური კვლევის მონაცემები. კვლევები ადრეც სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა ხოლმე. მაგალითად, წინა კვლევაში განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პერსონალური რეიტინგების გაყალბება. საინტერესო ის არის, რომ ვინც, წინა კვლევაში ფავორიტები იყვნენ, მაგალითად, [დავით] უსუფაშვილი, [ნინო] ლომჯარია, [ანა] დოლიძე, რომლებსაც თითქოს ჰქონდათ წარმოუდგენელი რეიტინგები, რამდენიმე თვის შემდეგ, საერთოდ ვეღარ აღმოჩნდნენ IRI-ის კვლევაში. აქედან ჩანს, რომ თავიდან ბოლომდე მანიპულაციაა ეს ყველაფერი - რაც იდება ხოლმე, სამწუხაროდ, IRI-ის სახელით. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ უნდა ველოდოთ გარკვეულ სირთულეებს მომავალშიც, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან სამწუხაროა კვლევების ასეთ დონეზე გაყალბება“, - განაცხადა კობახიძემ IRI-ის ბოლო კვლევენთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს