ვატო შაქარიშვილი - უნდა ვიმსჯელოთ რა არის ახალ მსოფლიო წესრიგში რეალური უსაფრთხოების გარანტია - რომელიმე სამხედრო კავშირში გაწევრიანების არარეალისტური გეგმები და მიზნები, თუ ნეიტრალიტეტი და მიუმხრობლობა

უნდა ვიმსჯელოთ რა არის ახალ მსოფლიო წესრიგში რეალური უსაფრთხოების გარანტია - რომელიმე სამხედრო კავშირში გაწევრიანების არარეალისტური გეგმები და მიზნები, თუ ნეიტრალიტეტი და მიუმხრობლობა , - ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა რესპუბლიკის მოედანზე, მოძრაობა "აი უცნობის" ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე სახელწოდებით -"მოვდივარ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ ნეიტრალიტეტი შესაძლოა, "დაგვეხმაროს მშვიდობის შენარჩუნებაში".

„დღეს ჩვენს თვალწინ რაღაც ახალი რეალობა დგება, მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარება მაქვს მხედველობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველომ თავის ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ამ ახალ მსოფლიო წესრიგში. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რა არის ამ ახალ მსოფლიო წესრიგში რეალური უსაფრთხოების გარანტია, მშვიდობის შენარჩუნების გარანტია, რომელიმე სამხედრო კავშირში გაწევრიანების არარეალისტური გეგმები და მიზნები თუ ნეიტრალიტეტი და მიუმხრობლობა, რომელიც შესაძლოა, დაგვეხმაროს მშვიდობის შენარჩუნებაში, უსაფრთხოების განმტკიცებაში და ქვეყნის გაერთიანებაში არა ომით და ტანკებით, როგორც ამას ქვეყნის გარედან მოგვიწოდებენ, არამედ მშვიდობით, განვითარებით, წინსვლით და სიყვარულით იმ ძმების და დების, რომელთა მიმართებითაც ჩვენ წარსულში შეცდომები დაშვებული გვაქვს“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს