შალვა პაპუაშვილი - გუშინდელ აქციაზე იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს - საქართველოსა და საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე არ იყო საუბარი

ჩვენი ოპოზიცია იმ კონდიციამდე მივიდა, რომ სადაც იქნება სიტყვა „ქართული“, მათ ანტიდასავლურობა და პრორუსობა ელანდებათ. როგორც ჩანს, მათთვის ქართველობაც ანტიდასავლურობას ნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „აი უცნობის“ ორგანიზებით მიერ გუშინ გამართული აქცია და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, გუშინდელი აქცია გამსჭვალული იყო ქართული იდეითა და ეროვნული ინტერესით.

პაპუაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, საკუთარ ლექსიკონში ტერმინი „ეროვნული ინტერესი“ დააბრუნონ.

„რა მოვისმინეთ საერთო ჯამში? იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს და საქართველოსა და საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე არ იყო საუბარი. გამოდის, რომ ამ ხალხის თვალში, ვინც არიან კრიტიკოსები, საქართველოზე საუბარი ნიშნავს ანტიდასავლურობას და პრორუსობას? ეს არის საერთო ჯამში, სადაც ისინი ტოლობას სვამენ. როგორც კი ვინმე საუბრობს საქართველოზე, ეროვნულ ინტერესზე და ა.შ. იქვე გამოდის პირდაპირ იარლიყების მიწებება, თითქოს ეს არის ანტიდასავლური.

მე რაც ვნახე, ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესით გამსჭვალული აქცია. პირიქით, ოპოზიციას მოვუწოდებდი, რომ ამ იდეებს ჩაუფიქრდნენ და დააბრუნონ საკუთარ ლექსიკონში „ეროვნული ინტერესი“, როგორც ერთ-ერთი განმსაზღვრელი პრინციპი გადაწყვეტილების მიღებისა. ეს „ეროვნული ინტერესი“ რომ ამოგდებული აქვთ საკუთარი ლექსიკონიდან და ყველაფერთან პრორუსობა და ანტიდასავლურობა ელანდებათ, ეს არის პრობლემა. საბოლოო ჯამში, ჩვენი ოპოზიცია მივიდა იმ კონდიციამდე, რომ სადაც იქნება სიტყვა „ქართული“ მათ ანტიდასავლურობა და პრორუსობა ელანდებათ. როგორც ჩანს, მათთვის ქართველობაც ანტიდასავლურობას ნიშნავს. ამიტომ ეს პრობლემა არის ოპოზიციის,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ნეიტრალიტეტსა და ნატო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით აქციაზე გაჟღერებულ განცხადებას, როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, აღნიშნული განცხადების ანტიდასავლურობად შეფასება არ შეიძლება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველო ნატოსთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობაშია და ერთადერთი, რაც ნატოს წევრობას გვაცილებს, თავად ნატოს გადაწყვეტილებაა.

„მოლდოვას ოფიციალურად აქვს გამოცხადებული ნეიტრალიტეტი და ამას ანტიდასავლურად არავინ აფასებს. საქართველოს პოზიცია არის ნათელი. ჩვენ ვესწრაფვით ნატოში წევრობას. არათუ ვესწრაფვით, საქართველოს ყველაფერი აქვს თავის მხრივ გაკეთებული, არის ნატოს წევრობასთან თავსებადი და აღიარებულია, რომ ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, რომ გავხდეთ ნატოს წევრი. ერთადერთი, რაც გვაცილებს ნატოს წევრობას ჩვენ, არის თავად ნატოს გადაწყვეტილება. ეს გვაკლია მხოლოდ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ვატო შაქარიშვილმა გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადა: „უნდა ვიმსჯელოთ რა არის ამ ახალ მსოფლიო წესრიგში რეალური უსაფრთხოების გარანტია - რომელიმე სამხედრო კავშირში გაწევრიანების არარეალისტური გეგმები და მიზნები, თუ ნეიტრალიტეტი და მიუმხრობლობა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა