ირაკლი ღარიბაშვილი - ე.ი. არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე გინდათ კომენტარი გავაკეთო?! მას არავინ არ ეკითხება, როგორ მოვაწყობთ ჩვენ საქმეს და პოლიტიკას - მიხედოს ბატონმა არახამიამ საკუთარ თავს!

ე.ი. არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე თქვენ გინდათ რომ მე გავაკეთო კომენტარი?! მე არახამიას ნათქვამზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მას არავინ არ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ საკუთარ თავს! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინელი მაღალჩინოსნის დავით არახამიას „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს.

პრემიერის შეფასებით, დავით არახამიას მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ის და „რადიკალური ოპოზიცია“ საქართველოში კოორდინაციაში არიან.

„ერთი მინდა ვთქვა - უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დიდი დამანგრეველი ომის მალე დასრულებას. ერთი რამ მინდა კიდევ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არახამია და ჩვენი ექსტრემისტული რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდეც, ომის შემდეგაც და დღესაც. კოორდინაციაში არიან ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო - გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების და, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია არის პირდაპირ ჩართული ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და მას არავინ არ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ საკუთარ თავს. ერთი რამ მინდა ვთქვა, უკრაინას ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას, მშვიდობას და ამ ომის მალე დასრულებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს