რატი იონათამიშვილი - თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმებაო - გვეუბნება ევროპის „სოციალისტური პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტი - ასე მკაფიოდ, რას ითხოვენ ჩვენგან, ომის გარდა, აქამდე არავის უთქვამს

თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმებაო - გვეუბნება ევროპის „სოციალისტური პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტი. ასე მკაფიოდ, რას ითხოვენ ჩვენგან, ომის გარდა, აქამდე არავის უთქვამს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოს არასდროს უთქვამს და არც იტყვის უარს საკუთარ იდენტობაზე.

„თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმებაო - გვეუბნება ევროპის „სოციალისტური პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტი. ასე მკაფიოდ, რას ითხოვენ ჩვენგან, ომის გარდა, აქამდე არავის უთქვამს…

ტრადიციები, კულტურა, ეროვნული ფასეულობები და საკუთარ იდენტობა არაფერში გჭირდებათ, ეს პროგრესში და ევროპულობაში ხელს გიშლითო…

საქართველოს არასდროს უთქვამს და არც იტყვის უარს საკუთარ იდენტობაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე და სწორედ ამ, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“,- წერს იონათამიშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს